ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა სოციალურად დაუცველ მოსახლეობას სააღდგომო ნობათი გადასცა

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა, დათო გოგუამ შეჭირვებულ ოჯახებს, სოციალურად დაუცველებს, მრავალშვილიანებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს მოახლოებული უდიდესი ქრისტიანული დღესასწაული, აღდგომა მიულოცა.

აღნიშნული კატეგორიის ოჯახებს დათო გოგუა საკრებულოს თავმჯდომარე – ბესიკ ესებუასთან, ქალაქ ჩხოროწყუს მაჟორიტარ დეპუტატ – ჯანო პერტაიასთან ერთად სახლში ესტუმრა და მათ სააღდგომო ნობათი გადასცა.

სხვადასხვა სახის სასურსათო პროდუქტისგან შემდგარ სააღდგომო ნობათს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მცხოვრები 250 ოჯახი მიიღებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები