ხულოში პირველადი მოხმარების სასურსათო კალათების დარიგება გრძელდება

ხულოში პირველადი მოხმარების სასურსათო კალათების დარიგება გრძელდება. მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, მორიგ სოციალურ კამპანიაში, შპს ,,ტერასა ბათუმი’’ (გელა გაბაიძე და ლევან დარასელია) ჩაერთო. კომპანიის ფინანსური მხარდაჭერით, სასურსათო კალათა, ხიხაძირის ადმინისტრაციული ერთეულის 160 ოჯახს გადაეცა.

აღნიშნულის შესახებ “რეგიონულ კვირას” ხულოს მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, სასურსათო კალათები მოსახლეობას, ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა – ვახტანგ ბერიძემ, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა- ტიტე აროშიძემ, მაჟორიტარმა დეპუტატმა საქართველოს პარლამენტში – ანზორ ბოლქვაძემ, საკრებულოს თავმჯდომარე – ჯუმბერ დიმიტრაძემ და ბიზნესმენმა – გელა გაბაიძემ გადასცეს.

“ქვეყანაში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ხულოში სოციალური აქციები აქტიურად იმართება. ამ დროისთვის 1800-მდე სხვადასხვა საჭიროებისმქონე ოჯახმა მიიღო პირველადი მოხმარების პროდუქტები და ეს პროცესი ეტაპობრივად გაგრძელდება. ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ბოლო დღეების განმავლობაში, კერძო კომპანიების თანადგომით არაერთ ოჯახს გაეწია დახმარება. მადლობა მინდა გადავუხადო ბიზნესის წარმომადგენლებს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობისათვის. ჩვენ ერთად დგომით დავამარცხებთ ამ გამოწვევას”, – განაცხადა ვახტანგ ბერიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები