ზესტაფონის მერია სხვადასხვა სოციალური ჯგუფების დახმარებას აგრძელებს

ზესტაფონის მერიის სოციალური კამპანია გრძელდება. სასურსათო ამანათები ამჯერად საერთო საცხოვრებლების ბენეფიციარებმა მიიღეს.

სასურსათო ამანათების დარიგებაში მონაწილეობას, ზესტაფონის მერი -გიორგი გოგლიჩიძე, საკრებულოს თავმჯდომარე – ვახტანგ ღამბაშიძე და მაჟორიტარი დეპუტატი – შალვა კიკნაველიძე, მოხალისეებთან ერთად იღებდნენ მონაწილეობას.

“ჩვენ უკვე დავეხმარეთ 70 წელს გადაცილებულ სოციალურად დაუცველ და მარტოხელა ადამიანებს. სასურსათო ამანათები მიიღეს სოციალური სტატუსის მქონე, მრავალშვილიანმა ოჯახებმა და 18 წლამდე შშმ პირებმა. აქცია გრძელდება, სასურსათო პროდუქტებს, სხვადასხვა სოციალური ჯგუფის მქონე 1200 – მდე ოჯახი მიიღებს”, – განაცხადა ზესტაფონის მერმა, გიორგი გოგლიჩიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები