გვიდიანი: ყველა ქვეყანას ძალიან უჭირს, ასეთი მასშტაბის ფინანსური დახმარებების მოძიება ურთულესი ამბავია, თუმცა, ჩვენ შევძელით
“დღეს, როდესაც მსოფლიოს ყველა ქვეყანას ძალიან უჭირს და თითქმის ყველა ეკონომიკურ კრიზისშია, ასეთი მასშტაბის ფინანსური დახმარებების მოძიება ურთულესი ამბავია, თუმცა, ჩვენ შევძელით”, – ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტი, ანდრია გვიდიანი აცხადებს.
მისი თქმით, ეს ფაქტი იმ გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკის შედეგია, რასაც ქვეყანა ბოლო წლების განმავლობაში ატარებს.
„ძალიან მაგარი ინფორმაცია გვამცნო პრემიერმინისტრმა. უკვე წამოვიდა საერთაშორისო დახმარებები სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტისგან. 1.5 მილიარდი სახელმწიფოს; 1.5 კერძო და საბანკო სექტორს; 450 მილიონი სსფ-ის პროგრამის გაგრძელების ფარგლებში. ჯამურად, საუბარია 3.5- მილიარდდოლარიან დამხარებაზე.
დღეს, როდესაც მსოფლიოს ყველა ქვეყანას ძალაინ უჭირს და თითქმის ყველა ეკონომიკურ კრიზისშია, ასეთი მასშტაბის ფინანსური დახმარებების მოძიება ურთულესი ამბავია, თუმცა, ჩვენ შევძელით.
თავის მხრივ, ეს ფაქტი იმ გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკის შედეგია, რასაც ბოლო წლების განმავლობაში ვატარებთ. 2019 წელი დავხურეთ ძალიან მაგარი შედეგებით, რაც ქვეყნის მაკროეკონომიკურ სტაბილურობაზე მეტყველებს.
– მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი / მშპ – 4.1%; – ფისკალური დეფიციტი / მშპ – 2.5%; მთავრობის ვალი / მშპ – 40.9% (დასაშვებია 60%). სწორედ ეს და სხვა ჯანსაღი მაკროეკონომიკური პარამეტრები გახდა საქართველოს სუვერენული რეიტინგების გაუმჯობესების ფაფუძველი. სამივე უდიდესმა სარეიტინგო კომპანიამ (Moody’s, Standard & Poor’s, Fitch Ratings) 2019 წელს საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეინგები სტაბილურ ნიშნულამდე გაზარდა. აღნიშნული კომპანიების პოზიტიური შეფასებებმა განაპირობა საქართველოს რისკპრემიუმის შემცირება. შესაბამისად, სწორედ ეს და სხვა ფაქტორები გახდა საქართველოსთვის ამ მასშტაბის დახმარებებზე დადებითი გადაწყვეტილების საფუძველი.
აქვე ხაზგასასმელია ერთი ძალიან საინტერესო ფაქტი. ოპოზიციის წარმომადგენლები ჭკუისდამრიგებლური ტონით თითებს იქნევენ და ხელისუფლების უნიათობაზე ბოდავენ – ვნახოთ, რა იყო მათი კრიზისმენეჯმენტი. 2008 წლის ეკონომიკური კრიზისის დროს, როდესაც საერთაშორისო დონირებმა 4 მილიარდი გამოგვიყვეს, მრავალწლიანი იყო და 4 წლის განმავლობაში ითვისებდა ქვეყანა ამ ვალს. დღეს კი გამოყოფილი დახმარებები 1 წელზეა გაწერილი, მით უმეტეს, იმ პირობებში, როდესაც მთელი მსოფლიო უდიდესი გამოწვევის წინაშე დგას და ყველას თავის პრობლემებზე აქვს მისახედი. ბუნებრივია, ეს ფაქტი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მხრიდან საქართველოს ნდობაზე მეტყველებს.
წარმატებები და გამძლეობა ჩვენ!“, – წერს გვიდიანი „ფეისბუქში“.