ორბანი: ფონ დერ ლაიენის მსგავსმა პოლიტიკოსებმა ორ მსოფლიო ომში ჩაგვითრიეს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ ფონ დერ ლაიენის მსგავსმა პოლიტიკოსებმა ქვეყანა ორ მსოფლიო ომში ჩაითრიეს.

“ჩვენ სამწელიწად-ნახევარია ომის ნეგატიური შედეგებით ვიტანჯებით, თუმცა ამასთან არანაირი კავშირი არ გვქონია, ამ
დასავლეთის ბატონებს და ქალბატონებს სურთ, რომ ამ ომში კისრით ჩაგვითრიონ და ამას წინააღმდეგობა უნდა გაეწიოს”,- აღნიშნა მინისტრმა.

“უნგრელები უკვე ორჯერ იყვნენ ჩათრეულნი პირველ და მეორე მსოფლიო ომებში, რომელშიც ჩვენ არ გვინდოდა მონაწილეობა და შედეგები საშინელი იყო, ჩვენ მთელი მე-20 საუკუნე წავაგეთ”,- განაცხადა ორბანმა.

როგორც ცნობილია, ევროპარლამენტის ულტრამემარჯვენე პოლიტიკურმა ჯგუფმა „ევროპის პატრიოტები“, რომელსაც ორბანის მოკავშირეები მიეკუთვნებიან, ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის მიმართ უნდობლობის გამოცხადების ინიციატივა წამოიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები