კახა კალაძე: საუბარია სიცოცხლეზე, ამიტომ საგანგებო მდგომარეობის დროს არავითარი “მაგრამ” არ განიხილება

“საგანგებო მდგომარეობა, “საკომენდანტო საათი” და ეს ვრცელდება ყველა სივრცეში, ნებისმიერი ადგილზე, ნებისმიერ ადამიანსა და არანაირი „მაგრამ“ ამ შემთხვევაში არ განიხილება”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ “ფეისბუქზე” ვიდეომიმართვისას განაცხადა. მისივე თქმით, აღდგომის დღეებშიც იგივე შეზღუდვები იმოქმედებს.

„გახსოვდეთ და გაითვალისწინეთ, რომ, მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე მოქმედებს ერთიანი საკარანტინო მოთხოვნები. იცით, რომ არის საგანგებო მდგომარეობა, “საკომენდანტო საათი” და ეს ვრცელდება ყველა სივრცეში, ნებისმიერი ადგილზე, ნებისმიერ ადამიანზე და არანაირი „მაგრამ“ ამ შემთხვევაში არ განიხილება, ეს არც უნდა გახდეს მსჯელობის საგანი. ვინც დაარღვევს წესებს, ამას მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. აგრეთვე გაითვალისწინეთ, რომ 10 დღის განმავლობაში სადაც არ უნდა წახვიდეთ, მოქმედებს ის წესები, რომელიც ამოქმედდება დღეს საღამოს 21:00 საათზე და რომელზეც პრემიერმინისტრმა გუშინ ვრცლად ისაუბრა. ამ შაბათ-კვირასაც იგივე წესები მოქმედებს, რაც სხვა დღეებში.
​აქ საუბარია ყველაზე ძვირფასზე, რაც კი გვაქვს – ეს არის ადამიანის სიცოცხლე. ამიტომ ყველა ვალდებულია, დარჩეს სახლში, დაიცვას კანონი. მეტიც – მგონია, რომ ჩვენი სარწმუნოებაც ამას გვასწავლის“, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები