ბორჯომში მცხოვრებ 149 დევნილს სურსათი გადასცეს
ბორჯომში მცხოვრებ 70 წელს გადაცილებულ დევნილ პირებს, რომლებიც განსაკუთრებული რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან, სასურსათო ნობათი გადაეცათ. ინიციატივა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ განხორციელდა.
პროდუქტები 149 ბენეფიციარს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ბინაზე მიეწოდა. სურსათის გადაცემაში ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა მერის მოვალეობის შემსრულებელმა – დავით ზაალიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა – ოთარ არბოლიშვილმა და მერის მოადგილემ – ბუბა ბერიძემ მიიღეს მონაწილეობა.
დავით ზაალიშვილის თქმით, მერია ეტაპობრივად იმ შეჭირვებულ დევნილ ოჯახებს დაეხმარება, რომლებსაც სასურსათო პაკეტი აქამდე არ მიუღიათ.