თერჯოლის მუნიციპალიტეტში 100 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს სასურსათო ამანათები გადასცეს
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი – ლაშა გოგიაშვილი, სოციალური სამსახურის ხელმძღვანელ დიანა ფოცხვერაშვილსა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 100 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს ეწვია და სასურსათო ამანათები გადასცა.
ლაშა გოგიაშვილი უხუცესი თერჯოლელების ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესდა, რეკომენდაციები გააცნო და, საჭიროების შემთხვევაში, დახმარებას დაჰპირდა.
“სასიამოვნოა ის მომენტი, როდესაც ესაუბრები ადამიანს, რომელიც საუკუნეს ითვლის. მოხარული ვარ, რომ პირადად გავიცანი უხუცესი, ძვირფასი ადამიანები, რომელთაც გაფრთხილება სჭირდებათ. ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე, ვნახეთ მათი ოჯახური გარემო, საჭიროებები და დავპირდით, რომ ყოველთვის გვერდით დავუდგებით. უნდა იგრძნონ, რაოდენ საჭირონი არიან ჩვენთვის”, – განაცხადა ლაშა გოგიაშვილმა.
თერჯოლის მუნიციპალიტეტში 100 წელს გადაცილებული ოთხი მოქალაქე ცხოვრობს. მათგან ყველაზე უხუცესი ახალ თერჯოლაში მცხოვრები ქსენია დევიძეა – 114 წლის, ზედა სიმონეთში კი 100 წლის სამი მოქალაქე ცხოვრობს: გოგოცა ბოგვერაძე, თამარ გაგნიძე და ნიკოლოზ გვენეტაძე.