ცაგერის მუნიციპალიტეტის უმწეოთა სასადილოს ბენეფიციარებს საკვები სახლში მიუტანეს

ცაგერის მუნიციპალიტეტის უმწეოთა სასადილოს 118 ბენეფიციარს მოხალისეებმა და საკრებულოს სოციალური სამსახურის წარმომადგენლებმა ერთი კვირის საკმარისი გამომცხვარი პური ადგილზე მიუტანეს.

იქედან გამომდინარე, რომ ქვეყანაში საგანგებო ზომები მოქმედებს და 70 წელს ზევით ასაკის ადამიანებს – გადაუდებელი აუცილებლობის გარეშე – გადაადგილება შეზღუდული აქვთ, მსგავსი აქცია მუნიციპალიტეტში საჭიროების შემთხვევაში ყოველკვირეულად გაგრძელდება.

ცნობისთვის, ცაგერის მუნიციპალიტეტის უმწეოთა სასადილოს ყველა ბენეფიციარს წინა კვირაში მუნიციპალიტეტის მერმა და მოხალისეებმა ერთი თვის საკვები სახლში მიუტანეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები