ბიის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ 32 ოჯახს საკვები პროდუქტები გადაეცა
ხობის მუნიციპალიტეტის ბიის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ 32 ოჯახს საკვები პროდუქტები გადაეცა. აღნიშნულის შესახებ “რეგიონულ კვირას” ხობის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს,
მათივე ინფორმაციით, პროდუქტები ადგილობრივმა მეწარმემ, ფრიდონ შონიამ შეიძინა და თითოეულ ოჯახს 50 ლარის ღირებულის სასურსათე პაკეტი გადაეცა.
“ხობის მუნიციპალიტეტის მერია მადლობას უხდის ფრიდონ შონიას მაღალი სოციალური პასუხისმგებლობისა და მოსახლეობისთვის გაწეული დახმარებისთვის”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.