ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი: მთავარია, სულიერად შევხვდეთ ბზობის დღესასწაულს და არა ფორმალურად
მთავარია, სულიერად შევხვდეთ ბზობის დღესასწაულს და არა ფორმალურად, – ამის შესახებ ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა, მეუფე გერასიმემ განაცხადა.
მეუფე გერასიმეს განმარტებით, ეპარქია სწორედ იმ მიმართულებით განახორციელებს მოქმედებებს, როგორც საქართველოს საპატრიარქო, სახელმწიფოსთან ერთად აჟღერებს. მიუხედავად იმისა, რომ ტაძრებში ბზა არ გაიყიდება, ყველა ტაძარში სახლიდან მოტანილი ბზა იკურთხება.
მეუფე მრევლს მოუწოდებს, რომ ბზები არ მოჭრან, რადგან სიმბოლურად თითო ტოტიც საკმარისი იქნება.
ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა, ასევე, კომენტარი ტესტებთან დაკავშირებით გააკეთა და განაცხადა, რომ თუ ეს არის რეკომენდირებული და ეხება ადამიანის ჯანმრთელობას, ამასაც რა თქმა უნდა გაითვალისწინებენ.
ცნობისთვის, სასულიერო პირების ტესტირებას ჯანდაცვის სამინისტროს ახალი პროტოკოლი ითვალისწინებს.
შეგახსენებთ, რომ ხვალ, მართლმადიდებლური ეკლესია ბზობის დღესასწაულს ზეიმობს.