ფეხბურთელმა ალექსანდრე ამისულაშვილმა თელავის მუნიციპალიტეტის მერიას 150 სასურსათო პაკეტი გადასცა
თელავის მუნიციპალიტეტში მოქალაქეთა ჩართულობით სოციალური აქციები ინტენსიურად მიმდინარეობს. სოციალური აქციის ფარგლებში, თელაველმა ფეხბურთელმა, საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრალურმა მცველმა, ალექსანდრე ამისულაშვილმა თელავის მუნიციპალიტეტის მერიას 150 სასურსათო პაკეტი გადასცა.
ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” თელავის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.
“მერიის მოხალისეთა ჯგუფები შეჭირვებული ოჯახებისთვის სასურსათო პაკეტების დარიგებას ხვალიდან დაიწყებენ. თელავის მუნიციპალიტეტის მერია მადლობას უხდის ალექსანდრე ამისულაშვილსა და მის ოჯახს გამოჩენილი გულისხმიერებისა და მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გამოვლენისათვის“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.