ხულოში საჭიროების მქონე ოჯახებზე პირველადი მოხმარების პროდუქტების გადაცემა გრძელდება
ხულოში საჭიროების მქონე ოჯახებზე პირველადი მოხმარების პროდუქტების გადაცემა გრძელდება. მორიგი სოციალური კამპანიის ფარგლებში, შპს ,,არგინეთი 2011-ის” მხარდაჭერით, 15 ოჯახს პირველადი მოხმარების პროდუქტები გადაეცა.
ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ხულოს მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, სასურსათო კალათები საჭიროების მქონე ოჯახებს ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა – ვახტანგ ბერიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ დიმიტრაძემ და შპს ,,არგინეთი 2011-ის” დირექტორმა, ბეგლარ ბოლქვაძემ მიუტანეს.
“ხულოს მუნიციპალიტეტის მერია მადლობას უხდის კერძო მეწარმეებს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის გაზიარებისათვის“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.