ახალგაზრდული სკოლის სახელით მარტვილში მცხოვრებ ქრისტინა ფანჩვიძეს სტიპენდია დაენიშნა
საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტოს დირქტორმა, დავით ფარცვანიამ სამეგრელო-ზემო სვანეთის ახალგაზრდული სკოლის სახელით, მარტვილში მცხოვრებ ქრისტინა ფანჩვიძეს ერთი წლის განმავლობაში 150 ლარის ოდენობით ყოველთვიური სტიპენდია დაუნიშნა.
აღნიშნული გადაწყვეტილება “რეგიონულ კვირას“ თავად დავით ფარცვანიამ დაუდასტურა და განაცხადა, რომ ამ ფორმით სამეგრელოს გუბერნატორის ალექსანდრე მოწერელიას ინიციატივას უერთდება.
“როგორც სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი ვიცე-გუბერნატორი, ვუერთდები ალეკოს და სამეგრელო-ზემო სვანეთის ახალგაზრდული სკოლის სახელით, წლის ბოლომდე ქრისტინას ყოველთვიურად დაერიცხება მცირედი სტიპენდია, 150 ლარის ოდენობით. სამეგრელო-ზემო სვანეთის ახალგაზრდული სკოლის დაანონსება მოვასწარი, მაგრამ შემდეგ შევიცვალე თანამდებობა და კორონა ვირუსის დამარცხების შემდეგ, სანამ ვიქნები მე, იქნება სამეგრელო-ზემო სვანეთის ახალგაზრდული სკოლაც!”- აცხადებს დავით ფარცვანია.
ცნობისთვის, 5 წლის გოგონას ვიდეომ, რომელიც სოციალურ ქსელში ე.წ. “ლუღის”სახელით გავრცელდა დიდი პოპულარობა მოიპოვა. სამეგრელო ზემო სვანეთი მხარის რწმუნებულისგან გოგონამ საჩუქრად საოცნებო ნივთები მიიღო.