ლაშა გოგიაშვილი სოციალურად დაუცველ, შეჭირვებულ ოჯახებს ეწვია და პროდუქტი გადასცა
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი, ლაშა გოგიაშვილი, სოციალური სამსახურის ხელმძღვანელ დიანა ფოცხვერაშვილთან ერთად, სოციალურად დაუცველ, შეჭირვებულ ოჯახებს ეწვია და პროდუქტი გადასცა.
ლაშა გოგიაშვილი მათი ყოფითი პრობლემებით, ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესდა და გვერდში დგომა აღუთქვა. ასევე, ჯანდაცვის რეკომენდაციები გააცნო და მათი დაცვისკენ მოუწოდა.
თერჯოლაში საჭიროების მქონე მოსახლეობისათვის სურსათის დარიგება ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ძირითადი მოთხოვნების პროდუქტები ოჯახებში მიაქვთ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს, სამუშაო ჯგუფის წევრებსა და მოხალისეებს, რომლებსაც სპეციალური ტრენინგი აქვთ გავლილი.