ირაკლი ჩიქოვანი: კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა უკავშირდება ვანის მუნიციპალიტეტს, მიმდინარეობს შესწავლა
პრემიერის პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, დაფიქსირებულია კორონავირუსის რამდენიმე ახალი შემთხვევა, ერთი კონკრეტული უკავშირდება ვანს, რის გამოც მუნიციპალიტეტში ახალი რეგულაციები ამუშავდა. ამის შესახებ ჩიქოვანმა ბრიფინგზე განაცხადა.
არის ახალი რამდენიმე შემთხვევა, ერთი შემთხვევა უკავშირდება ვანის მუნიციპალიტეტს. მიმდინარეობს შესწავლა და დადგენილია გარკვეული კონტაქტები. მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ვანის მუნიციპალიტეტში შემოღებულ იქნას ის რეგულაციები, რაც სხვა 9 მუნიციპალიტეტში მოქმედებს. შესაბამისად, იქნება პროაქტიული თერმოსკრინინგი, ასევე, მუნიციპალიტეტის გასასვლელებში მოეწყობა სპეციალური გამშვები პუნქტები, სადაც თერმოსკრინინგი ჩაუტარდება მოქალაქეებსა და მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზეც ანალოგიური განხორციელდება” – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.