ბორჯომში შეჭირვებულ ოჯახებს ეხმარებიან
ბორჯომში შეჭირვებული ოჯახებს სასურსათო ნობათის დაურიგდათ. მოსახლეობის დასახმარებლად ბორჯომის მუნიციპალიტეტთან ერთად ადგილობრივი ბიზნესსექტორის წარმომადგენლები გაერთიანდნენ.
ბორჯომის მერიის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე პროდუქტები 120 ოჯახმა მიიღო. ბენეფიციარებს სურსათი სახლში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მიუტანეს.
მათივე ცნობით, მერია უახლოეს დღეებში კიდევ 600 ოჯახს დაეხმარება. აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, სხვადასხვა კატეგორიის მიხედვით, მერიის სოციალური პროგრამაში ჩართულ ოჯახებს 100 ლარი ჩაერიცხებათ.
ბორჯომში ყოველდღიურად 20-მდე მარტოხელა ხანდაზმულ პირსაც ეხმარებიან. “წითელი ჯვრის” ბორჯომის ფილიალისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტის ერთობლივი ინიციატივით, სუპერმარკეტში სასურსათო კუთხეა გახსნილი, სადაც მსურველებს პროდუქტისა და ჰიგიენური საშუალებების დატოვება შეუძლიათ.