კასპელი მოხალისეები უფასო სასადილოს ბენეფიციართა დახმარებას აგრძელებენ
კასპში უფასო სასადილოს ბენეფიციართა ბინაზე მომსახურებას მოხალისეები აქტიურად ახორციელებენ. კასპის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი- თამაზ ტატანაშვილი და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე- დავით ლეონიძე, სასადილოში ახალგაზრდა მოხალისეების მუშაობის პროცესს გაეცნენ.
მოხალისეებმა 80 ბენეფიციარის ბინაზე მომსახურება ორი კვირის წინ დაიწყეს, რომელიც საგანგებო მდგომარეობის დამთავრებამდე გაგრძელდება.