გორის მუნიციპალიტეტის მერია მოსახლეობის დახმარებას აგრძელებს

გორის მუნიციპალიტეტის მერია სასურსათო პაკეტებით მოსახლეობის დახმარებას აგრძელებს.

ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” გორის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, დღეს საკვები პროდუქტები გორში, ე.წ. ,,ნარკოლოგიურის“ შენობაში მცხოვრებმა 80-მდე ოჯახმა მიიღო.

“მერია მადლობას უხდის ბიზნესმენებს – მერაბ ქუჩუკაშვილს, ზურა ონიაშვილსა და ბენი ბენიოსეფს, რომელთა დახმარებითაც პროდუქტების შეძენა და მოსახლეობისთვის მიწოდება განხორციელდა”- აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები