საჩხერეში 70 წელს გადაცილებულ, მარტოხელა მოქალაქეებს პირველადი მოხმარების სურსათი სახლებში მიუტანეს

საჩხერის მუნიციპალიტეტის მერმა, ბენიამენ ფალავანდიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, ლევან ივანაშვილმა 70 წელს გადაცილებულ, მარტოხელა მოქალაქეებს პირველადი მოხმარების სურსათი სახლებში მიუტანეს. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები თითოეული მათგანის საჭიროებებს  გაეცნენ.
“ადგილობრივი თვითმმართველობა ცდილობს, დაეხმაროს მათ, ვისაც არ ჰყავს ოჯახის წევრები, ცხოვრობს მარტო და არის 70 წელს გადაცილებული, რათა ისინი არ გავიდნენ გარეთ, დარჩნენ სახლში და თავიდან აიცილონ კორონავირუსით დაინფიცირების ალბათობა”, – განაცხადა ბენიამენ ფალავანდიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები