სოფელ შალაურში შიდა საუბნო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ შალაურში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
ამის შესახებ ინფორმაცია “რეგიონულ კვირას” თელავის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, 750 მეტრის სიგრძის მონაკვეთზე ასფალტის საფარი დაიგება. პროექტი ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 359 833 ლარით ფინანსდება. სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული საგზაო-სარემონტო-სამშენებლო კომპანია “სერპანტინი” ახორციელებს. #დარჩისახლში #გაუფრთხილდისიცოცხლეს