რუსთავში მოხალისეებმა სპეციალური სასურსათო პაკეტი 179 ოჯახს სახლში მიუტანეს

რუსთავის მერია, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების გამო შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, მოსახლეობის დახმარებას  აგრძელებს. მოხალისეებმა სპეციალური სასურსათო პაკეტი მოხალისეებმა 179 ოჯახს სახლში მიუტანეს.
საკვები პროდუქტის დარიგების პროცესში აქტიურად ჩაერთნენ პარტია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” რუსთავის ორგანიზაციის ახალგაზრდული ფრთის წევრები.
სასურსათო პაკეტების მოსახლეობაში განაწილებას, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, მერის მოადგილე ირმა მესხთან და ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დავით რეხვიაშვილთან ერთად დაესწრო.
,,ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ, იმ მოწყვლადი ჯგუფებისთვის პროდუქტის დარიგებას, რომელთაც განსაკუთრებით სჭირდებათ ჩვენი თანადგომა. დღეს მოხალისეებმა საკვები პროდუქტი 179 ოჯახს მიუტანეს სახლში. პროდუქტის შეძენა სარეზერვო ფონდიდან, ასევე მერიის თანამშრომლებიდან და კერძო ბიზნესიდან შემოწირული თანხით მოხდა. რუსთავის მერიისგან დახმარებას იღებენ, არა მხოლოდ ის რუსთაველები, რომელთაც სოციალურად დაუცველის სტატუსი აქვთ, არამედ ის ადამიანებიც, რომლებიც ამ ეტაპზე საჭიროებენ დახმარებას ჩვენი მხრიდან”, – განაცხადა რუსთავის მერმა.

რუსთავის მერიის ორგანიზებით, სასურსათო პაკეტი უკვე 679 ასეთ ოჯახს გადაეცა.
ქალაქის მერის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით კი, საკვები პროდუქტი უკვე გაცემულია 3 250 ოჯახზე, რომელთა ბავშვებიც საბავშვო ბაღებში დადიან. აქციის მესამე ეტაპზე, სასურსათო პაკეტს ამ კატეგორიის კიდევ 2400 ოჯახი მიიღებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები