ირაკლი ჩიქოვანი: საიტი Stopcov.ge უკვე მოქმედებს აზერბაიჯანულ ენაზე და რამდენიმე დღეში ამოქმედდება სომხურ ენაზეც

“საიტი Stopcov.ge უკვე მოქმედებს აზერბაიჯანულ ენაზე და რამდენიმე დღეში ეს საიტი ამოქმედდება სომხურ ენაზეც”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრის მრჩეველმა, პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა კორონავირუსთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულ ენებზე საიტზე ინფორმაციის განთავსება საშუალებას იძლევა, რომ აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე მოლაპარაკე საქართველოს მოქალაქეებმა სრული და ამომწურავი ინფორმაცია მიიღონ.

„საიტი Stopcov.ge, საუკეთესო საშუალებაა, რომ მოვახდინოთ ჩვენი მოქალაქეების ინფორმირება როგორც არსებულ ვითარებაზე, ასევე, გავცეთ პასუხი ყველა იმ შესაძლო შეკითხვას, რომელიც საზოგადოებაში არსებობს. ეს საიტი უკვე მოქმედებს აზერბაიჯანულ ენაზე და რამდენიმე დღეში ეს საიტი ამოქმედდება სომხურ ენაზეც, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ სრულად მოვიცვათ და დავფაროთ ჩვენი მოქალაქეები”, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები