აბაშაში მოხუცებისთვის სადილი სახლში მიაქვთ
აბაშის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა, მოხალისეთა ჯგუფის წევრებთან ერთად, მზრუნველობამოკლებულთა სასადილოს ბენეფიციარებს, მათთვის განკუთვნილი სადილი საცხოვრებელ ადგილზე მიაწოდეს.
როგორც აბაშის მერიაში განმარტავენ, აღნიშნული სერვისის მიწოდება გაგრძელდება მანამ, სანამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა იმოქმედებს.
ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში, მერიაში შექმნილი დროებითი ჯგუფი სასადილოს 50 ბენეფიციარს, სანიტარული ნორმების სრული დაცვით, საკვებს ყოველდღიურ რეჟიმში პერსონალურად მიაწვდის.