სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ახალციხეში საკარანტინე ზონა მოინახულეს
სახელმწიფო რწმუნებული სამცხე-ჯავახეთის მხარეში – ბესიკ ამირანაშვილი, ახალციხე-ადიგენის მაჟორიტარ დეპუტატსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ახალციხეში, სადგურის მიმდებარედ საკარანტინე ზონაში არსებულ სასტუმრო grand palace-ში პერსონალს შეხვდა და არსებულ სიტუაციას გაეცნო.
რეგიონში, აბასთუმნის გარდა, საკარანტინე ზონა ბაკურიანის სამ და ახალციხის ერთ სასტუმროში მოეწყო.
„ყველა იმ პირს, რომელიც განთავსებულია კარანტინში, არ აღენიშნება ვირუსის დამახასიათებელი სიმპტომები. პრემიერმინისტრის დავალებით, პირად კონტროლზე გვყავს აყვანილი საკარანტინო ზონები, სადაც განვათავსებულნი არიან ჩვენი მოქალაქეები. 24 საათის განმავლობაში მორიგეობს ეპიდომიოლოგთა ჯგუფი. სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საკარანტინო ზონაში ჩვენი მოქალაქეებისთვის ყოფნა იყოს მაქსიმალურად კომფორტული“, – განაცხადა ბესიკ ამირანაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ საკარანტინე ზონებში არსებული პირობები სრულად აკმაყოფილებს ჯანდაცვის სამინისტროს მოთხოვნას და ყველა პირობა დაცულია ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის შესაბამისად.