ჩხოროწყუში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა კორონავირუსის პრევენციის საკითხები განიხილეს
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ესებუა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნუკრი ხასიას შეხვდნენ. შეხვედრას ესწრებოდნენ ასევე მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი,მერის მოადგილე ვალერი თოდუა, მერიის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის უფროსი კახა შელია და ქალაქ ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატი ჯანო პერტაია.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეს კორონავირუსთან დაკავშირებით ჩხოროწყუში არსებულ ვითარებაზე და COVID 19- ის შესაძლო გავრცელების პრევენციის კუთხით, მუნიციპალიტეტში მიმდინარე და გასატარებელ ღონისძიებებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.
შეხვედრაზე ასევე COVID 19 -თან დაკავშირებით, მოქმედი სამთავრობო უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებები და რეკომენდაციები იქნა განხილული.
კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო სკოლაში, საბავშვო ბაღსა და სხვა საგანმანათლებლო ,ასევე საჯარო და კერძო დაწესებულებებში, დევნილთა დასახლებებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. სპეციალური ხსნარით დამუშავდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მუნიციპალიტეტის შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ჩხოროწყუს რაიონული სამმართველოს, რაიონული საავადმყოფოს შენობების დერეფნები, კიბეები, მოქალაქეთა მისაღები.ასევე სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების სადარბაზოებში.
მუნიციპალიტეტში ასევე ჩამოყალიბდა მოხალისეთა ჯგუფი, რომლშიც გაწევრიანება ნებისმიერ სრულწლოვან მსურველს შეუძლია. რეგისტრაცია შესაძლებელია მუნიციპალიტეტში არსებული ცხელი ხაზის მეშვეობით.
საჭიროების შემთხვევაში მოქალაქეებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ცხელი ხაზის ნომერზე,ელექტრონულ მეილზე, ასევე მოგვწერონ ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე: