კასპში, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სხვადასხვა ღონისძიება მიმდინარეობს
ახალი კორონავირუსის გამო ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, კასპის მუნიციპალიტეტში პრევენციის შესაბამისი ღონისძიებების გატარებისა და საჭირო გადაწყვეტილებების მიღების მიზნით, მერის მოვალეობის შემსრულებლის, თამაზ ტატანაშვილის ხელმძღვანელობით, სამუშაო ჯგუფი შეიქმნა. ჯგუფი დღის ბოლოს მუნიციპალიტეტში დაავადების გავრცელების, აფთიაქებში მედიკამენტების, სუპერმარკეტებში სურსათის მარაგის არსებულ მდგომარეობას, უმწეოთა სასადილოდან ბენეფიციარებზე მოხალისეების მიერ სადილის ბინაზე მიტანისა და ბანკომატებთან მოქლაქეების რეგულირების პროცესს დააორგანიზებს. მოხალისეებმა, მოქალაქეებისათვის ინფორმაციის მიწოდების მიზნით, სავაჭრო ობიექტებში თვალსაჩინო ადგილზე განათავსეს პლაკატები და დაარიგეს ფლეირები ახალი კორონავირუსის დაავადების, მასთან ბრძოლისა და გავრცელების შესახებ.
მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი, თამაზ ტატანაშვილი, მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის ცენტრის დირექტორთან, ნანა ნონიაშვილთან ერთად თათბირებს ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან დისტანციურად მართავს. თათბირზე განიხილება დაავადების შესახებ ადგილებზე არსებული მდგომარეობა და გაიცემა რეკომენდაციები.