გორში ადგილობრივმა მოხალისეთა ჯგუფმა სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის პროდუქტების შეგროვება დაიწყო

გორში, ქვერნაქის დასახლებაში ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილმა ქალაქში მცხოვრები გაჭირვებული და სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის პროდუქტის შეგროვება დაიწყო. როგორც აქციის ორგანიზატორებმა “რეგიონულ კვირასთან” განაცხადეს,  პროდუქციის მიწოდების პროცესში ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს მაქსიმალურად იცავენ.
“ჩვენი ფინანსებით დავიწყეთ საკვებისა და პირველადი მოხმარების ნივთების შეძენა და გაჭირვებული ოჯახებისთვის მიწოდება. ჩვენი სამოქალაქო ვალდებულებაა, ეს ყველაფერი გავაკეთოთ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების სრული დაცვით. დღეს პირადად დავარიგეთ ოჯახებში პროდუქცია ისე, რომ არც ჩვენ და არც ჩვენს თანამოქალაქეებს პრობლემები არ შევუქმნათ. მინდა, მოვუწოდო მოსახლეობას, მაქსიმალურად შევასრულოთ მთავრობის რეკომენდაციები. მაშინ, როდესაც ვხდედავთ, რომ ჩვენი ხელისუფლება ჩვენივე ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მაქსიმალურს აკეთებს, ჩვენი პირდაპირი მოვალეობაა, დავაფასოთ ეს ყოველივე და  მაღალი სამოქალაქო მაღალიპასუხისმგებლობით ვუპასუხოთ ამ დიდ გამოწვევას”,- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ხვიჩა საბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები