კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ერთ-ერთი ადგილობრივი საწარმო მოინახულა

სახელმწიფო რწმუნებულმა კახეთის მხარეში, ირაკლი ქადაგიშვილმა თელავში მდებარე ერთ-ერთი თონე მოინახულა და სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნო. ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია  გაკონტროლდეს რეგიონში არსებული თითოეული ობიექტი და შემოწმდეს, რამდენად დაცულია ქვეყანაში მიმდინარე პროცესების გამო,  დამატებითი სადეზინფექციო პროცედურები.
„საწარმო დიდი რაოდენობით პურს აცხობს, ამარაგებს საბავაშვო ბაღებს, სხვადასხვა საჯარო დაწესებულებასა და მოსახლეობას. აღსანიშნავია, რომ ჩვეულ რეჟიმში გრძელდება აქ მუშაობა, დაცულია ყველა ტექნოლოგიური პროცედურა.  საწარმოში მომუშავე თანამშრომლები არიან შესაბამისი ეკიპირებით აღჭურვილი და პურის გაყიდვაც ყველა წესის დაცვით ხდება“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

საწარმოს ხელმძღვანელმა „რეგიონულ კვირასთან”  აღნიშნა, რომ ფქვილის მარაგი საკმარისი აქვთ და პურზე ფასის გაზრდას არ გეგმავენ.
„დღეს რაც ქვეყანაში ხდება, ჩვენც ვცდილობთ, მიუხედავად ტომარა ფქვილზე გაზრდილი თანხისა, შევინარჩუნოთ პურის ფასი და არ გავაძვიროთ. სანიტარული ღონისძიებებიც, რაც ამ ეტაპზე საჭიროდ მიიჩნევა, ყველა ზომა გატარებული გვაქვს”, – აღნიშნა წარმოების ხელმძღვანელმა, სოსო კევლიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები