ფოთელი მოხალისეები კორონავირუსის წინააღმდეგ პრევენციის ღონისძიებებში ჩაერთნენ

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის კოორდინებით, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მედიკოსებთან ერთად, COVID-19- ის პრევენციის ღონისძიებებში აქტიურად არიან ჩართული მოხალისეები. მოხალისეების  გადამზადებას წითელი ჯვარი ახდენს.
ფოთის მერის, გოჩა კურდღლიას ინფორმაციით, 45 მოხალისე, ამ ეტაპზე, ა(ა)იპ სოციალური მომსახურების ცენტრის 300 ბენეფიციარისთვის საკვების შინ მიტანას თვითიზოლაციის წესებისა და მთავრობის რეგულაციების დაცვას აკონტროლებს.
ასევე მოხალისეები ჩართული არიან სავაჭრო ობიექტებსა და ბანკომატებთან რიგების მოწესრიგებაში.
გოჩა კურდღლიას თქმით, ფოთში კორონავირუსის პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო ხსნარით ყოველდღე მუშავდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი .
ფოთში დახურულია ყველა ობიექტი გარდა სურსათის და კვების პროდუქტების მაღაზიებისა და აფთიაქების.
ასევე, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერია  მარტოხელა ხანდაზმული და შეჭირვებული მოქალაქეების აღრიცხვას აწარმოებს, რათა მოხდეს მათთვის საკვებისა და მედიკამენტების შინ მიწოდება.
მუნიციპალიტეტში მოქმედებს ცხელი ხაზი -591 41 75 20; 0493 22 12

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები