კახეთის რეგიონს 1 ახალი საკარანტინე ზონა დაემატა
კახეთის რეგიონში არსებულ 5 საკარანტინე სივრცეს 1 ახალი ზონა დაემატა. ჯამში ექვსივე საკარანტინე სივრცეში უკვე 392 მოქალაქეა განთავსებული. დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კახეთის რეგიონის განყოფილების ხელმძღვანელის, ინფორმაციით, თითოეული მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ბოლო 24 საათში გაიზარდა თვითიზოლაციაში მყოფი პირების რაოდენობაც და ჯამში მათი რაოდენობა 373-ა. თვითიზოლაციიდან მოიხსნა 16 პირი და 1 ტემპერატურის გამო გადაყვანილია თბილისის ინფექციურ კლინიკაში.
ნელი ხიზანიშვილმა ასევე ისაუბრა რეგიონში, ეთნიკურად აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფლებზე. მისი განცხადებით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოს თემში ,ექიმთან მიმართვიანობის ზრდა არ ფიქსირდება, თუმცა დაწყებულია საინფორმაციო კამპანია, სადაც ინფორმაციის მოძიების მიზნით, ზუსტდება ქონდათ თუ არა კონტაქტი მათ მარნეულში მცხოვრებ ნათესავებთან.
„სოფელ იორმუღანლოს თემის სოფლებში ვიწყებთ როგორც საინფორმაციო კამპანიას, ასევე მოძიებას ინფორმაციის, რომელშიც ჩართული არიან როგორც პოლიცია ასევე ჩვენი წარმოამდგენლები ვინმეს ხომ არ ქონდა კავშირი მარნეულთან,იმ ეთნიკურად აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფლებში,სადაც რისკი მაღალია, ასევე მოვიძიებთ ინფორმაციას მოსახლეობიდან აღენიშნება თუ არა ვინმეს ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები”,-აღნიშნა ხიზანიშვილმა.
შეგახსენებთ, საქართველოში, ამ დროისთვის, კორონავირუსის 54 დასტურებული შემთხვევაა, მათ შორის 8 გამოჯანმრთელებული, კარანტინში 3320,ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 235 პაციენტია.