ბოლნისის მერი: ცენტრალურ ხელისუფლებასთან კოორდინებული მუშაობით დროულად ხდება საკვებისა და მედიკამენტების მოწოდება

რა ვითარებაა მარნეულსა და ბოლნისში საკარანტინე რეჟიმის გამოცხადების შემდეგ, ამ საკითხის გასარკვევად “რეგიონული კვირა” მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებს დაუკავშირდა.  როგორც ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა “რეგიონულ კვირას” განუცხადა, ადგილობრივი ხელისუფლება საგანგებო რეჟიმით მუშაობს, რათა დროულად უზრუნველყონ მოქალაქეები ყველა საჭიროებით.

“ბოლნისის მუნციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე სიმშვიდეა. მოსახლეობა გამოცხადებული კარანტინის შეზღუდვების შესახებ ინფორმირებულია, ადგილობრივი ხელისუფლება, მერიის თანამშრომლები ყველა მუშაობის საგანგებო რეჟიმზე ვართ გადასული, მუნიციპალიტეტში საკვების დეფიციტი არ არის, ცენტრალურ ხელისუფლებასთან კოორდინებული მუშაობით დროულად ხდება საკვებისა და მედიკამენტების მოწოდება, ამ ეტაპზე, ოჯახის ექიმებთან ერთად, ყველა მოქალაქეს სამედიცინო შემოწმება უტარდება, მათ ვისაც რაიმე სიმპტომი აღმოაჩნდება, გადაყვანილი იქნება მარნეულის ჰოსპიტალში სხვა მოქალაქეებისთვის კი განსაზღვრულია მკაცრი იზოლაციის წესები. კარანტინის წესების მიხედვით, მოქალაქეებს ქუჩაში გაადაგილება მხოლოდ საჭიროებიდან გამომდინარე შეუძლიათ”, –  განაცხადა დავით შერაზადაშვილმა.

შეგახსენებთ, 21 მარტს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, 23 მარტს კი უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომ პრემიერგიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, მიიღო გადაწყვეტილება და მარნეულისა და ბოლსნისის მუნიციპალიტეტბში მკაცრი კარანტინის რეჟიმი გამოცხადდა. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების საფრთხე გახდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები