სოფელ ნაღობილევიდან 9 ადამიანი ანაკლიაში საკარანტინე სივრცეში გადაჰყავთ

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაღობილევიდან 9 ადამიანი ანაკლიაში, საკარანტინე სივრცეში გადაჰყავთ. ისინი ქვა-ღორღის დამამზადებელი კომპანიის მძღოლები არიან. ყველა მათგანი მარნეულიდანაა. ინფორმაცია “რეგიონულ კვირას” დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების ხელმძღვანელმა, არჩილ მჟავიამ მიაწოდა.
“საზოგადოებრივმა ჯანდაცვამ მიიღო უკვე ზომები და გადაჰყავთ ცხრავე მათგანი კარანტინში. ეს დარღვევის გამო არ მომხდარა, მძღოლები და მექანიკოსები მარნეულიდან არიან, რომლებიც ამ დილით ჩამოვიდნენ. მათ სამუშაო ადგილზე არ აქვთ ის პირობები, რომ თვითიზოლაციის პირობა დაიცვან. იზოლაცია იქ არ მოხერხდება” – განაცხადა არჩილ მჟავიამ.

ამ დროისთვის, გურიის რეგიონში თვითიზოლაციაში 95 . ლანჩხუთში 45, ოზურგეთში 35 და ჩოხატაურში 15 ადამიანი იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები