ქედის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების აღსაზრდელებისთვის არამალფუჭებადი პროდუქტი რიგდება
ქედის მუნიციპალიტეტშუ თხუთმეტივე საბავშვო ბაღში აღსაზრდელებისთვის განკუთვნილი 1 თვის, არამალფუჭებადი სურსათის პროდუქტების გაცემა მიმდინარეობს. არამალფუჭებადი პროდუქტებისგან შემდგარ სურსათის კალათას 640 საბავშვო ბაღის აღსაზრდელი მიიღებს. გაცემის პროცედურები ყველა მშობელს საბავშვო ბაღის დირექციამ აცნობა. პროდუქტის გაცემა იზოლირებულად მიმდინარეობს. ბაღის თანამშრომელი, რომელიც პროდუქტებს გასცემს არის ეკიპირებული და აღჭურვილი სადენზიფექციო ხსნარებით.
,,ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე ჩვენ მუშაობას არ ვწყვეტთ. დღეს ქედის მუნიციპალიტეტში ყველა ბაღში გაცემა არსებული ყველა პროდუქტის. აქვე იმასაც ავღნიშნავ, რომ ჩვენი თანამშრომლები აღჭურვილნი არიან ეკიპირებით, დაცულია უსაფრთხოების ნორმები. მოსახლეობას შეუძლია კუთვნილი პროდუქტი წაიღონ, აუცილებელია დაიცვან შესაბამისი რეკომენდაციები. არარის აუცილებელი თანმხლებ პირთან ერთად მოვიდნენ, ასე უფრო შემცირდება ვირუსის გავრცელების რისკები. დავრჩეთ სახლში, ჩვენ ვიმუშავებთ თქვენთვის“- განაცხადა ქედის მერმა, ლევან გორგილაძემ