ქობულეთში საბავშვო ბაღებიდან სასურსათო კალათის გაცემა მიმდინარეობს

ქობულეთში საბავშვო ბაღებიდან სასურსათო კალათებს არიგებენ. პირველ ეტაპზე, არსებულ მარაგს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს გადასცემენ. საკვებ პროდუქტს მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე დედებიც მიიღებენ. დახმარება გაეწევა იმ ოჯახებსაც, რომელთაც 37 ათასამდე სარეიტინგო ქულა აქვს სოციალურად დაუცველთა ოჯახების ერთიან ბაზაში.
„ეს არის პირველი ეტაპი. მეორე ეტაპზე, რომელიც, სავარაუდოდ, იმ კვირიდან დაიწყება, თითოულ ბავშვს გადავცემთ საკვებ პროდუქტებს. ამ ეტაპზე მომწოდებლებისგან ფასების დაზუსტებას ველოდებით და ქობულეთის მერიაში ამის შემდეგ მივიღებთ კონკრეტულ გადაწყვეტილებას. ჩვენი მიზანია,  ბაღის არცერთი აღსაზრდელი  დარჩეს სასურსათო კალათის გარეშე”, – განაცხადა ქობულეთის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა, ია ხალვაშმა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები