სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 250 მოხალისეა მობილიზებული
,,რეგიონში, ამ ეტაპზე, 250 მოხალისეა მობილიზებული, რომელთა გადამზადებას “წითელი ჯვარი” ახდენს. მოხალისეები უკვე ჩაერთვნენ უფასო სასადილოებიდან 70 წელს გადაცილებული მოქალაქეების საკვების შინ მიტანის პროცესში, ასევე, მოხალისეები ჩართული არიან სავაჭრო ობიექტებსა და ბანკომატებთან რიგების მოწესრიგებაში”, – ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა, ალექსანდრე მოწერელიამ დღეს სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.
გუბერნატორის ინფორმაციით, მოხალისეების დამატებითი ბაზებიც იქმნება.
,,რეგიონის საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა მშობლებს გადაეცემათ სასურსათო კალათა, სადაც სხვადასხვა დასახელების პროდუქტი შედის. მისი დარიგების პროცესში, ასევე, ჩართული იქნებიან მოხალისეები. ჩვენ მოხალისეთა დამატებით ბაზებს ვქმნით და, საჭიროების შემთხვევაში, შეგვიძლია დამატებითი ადამიანების გამოყენება ამ მიმართულებით“, – აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა.