ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს
ხელვაჩურის მუნიციპალიტეტში, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს. ტარდება კორპუსების სადარბაზოების, ეზოების, ასევე, ადმინისტრაციული შენობებისა და ამბულატორიების სრული დეზინფექცია. მახინჯაურისა და ორთაბათუმის ადმინისტრაციულ ერთეულში პრევენციული ღონისძიებები უკვე ჩატარდა. შესაბამისი სადეზინფექციო ნორმების დაცვით, სპეციალური ხსნარებით დამუშავდა კაპრეშუმის სოციალური სახლების სადარბაზოები.
რაც შეეხება ხელვაჩაურში მცხოვეენი დიალეზით მოსარგებლე პირებს, ხელვაჩაურის მერია მათ ტრანსპორტით მოემსახურება.