გარდაბნის მერიაში, COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, მოქალაქეები საჯარო ინფორმაციას ტელეფონით მიიღებენ
გარდაბნის მერია, COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, მოქალაქეებს აღარ მიიღებს, – ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს. მათი ცნობით, ამავე მიზეზით, უახლოეს პერიოდში დაგეგმილი ყველა ხალხმრავალი ღონისძიება გაუქმდა.
“სამთავრობო უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციის მიხედვით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციაში, COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, შეჩერდა მოქალაქეთა მიღება და გაუქმდა ხალხმრავალი ღონისძიებები, მათ შორის – ,,ნოვრუზ ბაირამის” სახალხო დღესასწაული, რომელიც ტრადიციულად მიმდინარე თვის განმავლობაში აღინიშნება. მოსახლეობა საჯარო უწყებებიდან ინფორმაციის მიღებას სატელეფონო კომუნიკაციის გზით შეძლებს”, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.