ქუთაისის აეროპორტის ოფიციალურ გადამყვან სატრანსპორტო საშუალებებს სადეზინფექციო სამუშაოები უტარდება
დავით აღმაშენებლის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ოფიციალურ გადამყვან სატრანსპორტო საშუალებებს GEORGIAN BUS-ისა და OMNIBUS EXPRESS-ის ავტობუსებს კორონავირუსის პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო სამუშოები ყოველ 24 საათში ერთხელ უტარდება.
კომპანიის თანამშრომლები ავტობუსების სალონებს სპეციალური ანტიბაქტერიული ხსნარებითა და ქლორით ამუშავებენ. აეროპორტი, ოფიციალური გადამყვანი სატრანსპორტო საშუალებების გარდა, ყოველდღიურად სველი წესით მუშავდება, ასევე, დეზინფექცია უტარდება ყველა იმ კომერციულ ობიექტს, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მოფრენისა და გაფრენის დარბაზებშია განთავსებული.
ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის 15 შემთხვევა დაფიქსირდა.