გომბორის უღელტეხილზე მესამე დღეა, ხანძარია – ცეცხლი ხმელ ბალახს უკიდია
გომბორის უღელტეხილზე მესამე დღეა, ხანძარია. სოფელ ასკილაურის მიმდებარე მთის ფერდობსა და გომბორის ქედზე ცეცხლი ხმელ ბალახსა და ეკალ-ბარდს უკიდია.
როგორც “რეგიონულ კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე მობილიზებულია 40 მეხანძრე-მაშველი და მიმდინარეობს ღია კერების ქრობის სამუშაოები.