არჩილ თალაკვაძე: ამ მომენტისთვის საქართველოს პარლამენტში კორონავირუსით ინფიცირებული არავინაა, ვინმეს თუ დაუდასტურდება ინფექცია, ჩვენ შესაბამისი გაიდლაინით ვიმოქმედებთ

“ამ მომენტისთვის საქართველოს პარლამენტის წევრს ან თანამშრომელს, ჩემი ინფორმაციით, დიაგნოზი დადასტურებული არ აქვს, არავინ არის კორონავირუსით ინფიცირებული”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, თუ ვინმე მომავალში რისკჯგუფში იქნება ან ვინმეს დაუდასტურდება ინფექცია, შესაბამისი ღონისძიებები გატარდება.

“ამ მომენტისთვის საქართველოს პარლამენტის წევრს ან თანამშრომელს, ჩემი ინფორმაციით, დიაგნოზი დადასტურებული არ აქვს, საქართველოს პარლამენტში არავინ არ არის ინფიცირებული. ჩვენ მივიღეთ პროფილაქტიკური ზომები, ხდება ზედაპირების დამუშავება, სადეზინფექციო ხსნარების გამოყენება, ასევე, იმ რეკომენდაციების შესრულება, რომელიც ჩვენი ჯანდაცვის სამსახურებს ჰქონდა. თუ ვინმე მომავალში რისკჯგუფში იქნება ან ვინმეს დაუდასტურდება ინფექცია, რა თქმა უნდა, ჩვენ შესაბამისი გაიდლაინით ვიმოქმედებთ”, – განაცხადა თალაკვაძემ.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის 15 შემთხვევაა დადასტურებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები