წალენჯიხაში ხანძრის ახალი კერა გაჩნდა(ვიდეო)
წალენჯიხაში, სოხუმის ქუჩის მიმდებარე მთის ფერდობზე საღამოს ხანძრის ახალი კერა ისევ გაჩნდა. ამ დროისთვის ცეცხლი ხმელ ეკალ-ბარდებს და ხეებს უკიდია.
როგორც წალენჯიხის მერმა ბესიკ ფარცვანიამ განაცხადა, აღნიშნული კერა მოსახლეობას საფრთხეს უმქნის რადგან რამოდენიმე მეტრში დასახლებული პუნქტია.
მხანძრე-მაშველები წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მთელი დღის მანძილზე 8 სხვადასხვა ლოკაციაზე ცდილობდნენ ხანძრის ლოკალიზებას.
მუნიციპალიტეტში ხანძრის გაჩენის მიზეზად დაუდევრობა სახელდება, რაც, სავარაუდოდ, საგაზაფხულო სამუშაოებს უკავშირდება.