ქობულეთის შემოვლით გზაზე ხანძარია

ქობულეთის შემოვლით გზაზე ხანძარია. ცეცხლი თავდაპირველად, ისპანის ჭაობის ნაკრძალში გაჩნდა, მოგვიანებით კი, ხმელ ბალახსაც მოედო.
როგორც ,,რეგიონულ კვირას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე ორი სახანძრო-სამაშველო ჯგუფია მობილიზებული, ისინი ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოებს ახორციელებენ. მათი განცხადებით, დასახლებულ პუნქტში ცეცხლის გავრცელების საფრთხე არ არსებობს.
ადგილზე იმყოფებიან ქობულეთის მერიის წარმომადგენლებიც

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები