კასპის მუნიციპალიტეტში ტყის მასივს ცეცხლი უკიდია

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ რკონისა და გოსტიბეს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ტყის მასივს ცეცხლი უკიდია. როგორც “რეგიონულ კვირას” გადაუდებელი სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ამ დროისთვის, კასპის მუნიციპალიტეტის ორ ლოკაციაზე შეიმჩნევა დაკვამლიანება.
“ამ დროისთვის ადგილზე იმყოფებიან სახანძრო-სამაშველო ჯგუფები და ინტენსიურად მიმდინარეობს ცეცხლის ჩაქრობის პროცესი. ამ დროის ინფორმაციით, ცეცხლის მოდებულია ტყის ქვედა საფარზე. აღნიშნული ტერიტორია საკმაოდ შორსაა დასახლებული პუნქტიდან”, – განაცხადეს გადაუდებელი სიტუაციების მართვის სამსახურში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები