მიხეილ სააკაშვილი: ქართველი ხალხის დიდ ნაწილს უნდა, რომ მე ჩავერთო ქართულ პოლიტიკურ საქმიანობაში 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო სისტემის თაობაზე მიღწეულ შეთანხმებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

როგორც მიხეილ სააკაშვილი, ვიდეო მიმართვაში საუბრობს, ქართველი ხალხის დიდ ნაწილს მისი ქართულ პოლიტიკურ საქმიანობაში ჩართვა სურს.

„რაც შეეხება საარჩევნო სისტემას, ივანიშვილის სისტემა ქართველი ხალხისა და უცხოელების წინააღმდეგობით დატორტმანდა და ჩვენ ის ბოლომდე უნდა წავაქციოთ. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი პოლიტმატიმრების ნაწილის გამოსვლა და აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს გიგი უგულავა და სხვა პოლიტპატიმრები. ქართველი ხალხის დიდ ნაწილს უნდა, რომ მე ჩავერთო ქართულ პოლიტიკურ საქმიანობაში და ამის საშუალებაც უნდა მომეცეს და საერთოდ, უნდა იყოს ნორმალური, პოლიტიკური პროცესი. იდეალურ საარჩევნო სისტემას ახლა ვერ მივიღებთ, მაგრამ არჩევნების შემდეგ, სადაც ივანიშვილი აუცილებლად დამარცხდება, უბრალოდ გავანგრევთ, დავანგრევთ მის ოცნებას და ქართველი ხალხი გაიმარჯვებს, შემდეგ, რა თქმა უნდა, შეიძლება ბევრად უკეთესი საარჩევნო სისტემის მიღებაც. ახლა მთავარია მობილიზება და შეტევა, გამარჯვებისკენ ძალიან დარწმუნებული, გაერთიანებული ძალებით სვლა“ ,- აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები