გორში ავარიის შედეგად 2 მოზარდი დაშავდა

გორში, კვერნაქის დასახლებაში, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოტრიალდა . როგორც ცნობილი გახდა ავტომობილში 14 და 18 წლის მოზარდები ისხდნენ. შემთხვევის შედეგად ორივე მათგანმა სხეულის სხადასხვა ხარისხის დაზიანებები მიიღო.
დაშავებულები ” გორმედის” სამედიცინო კლინიკაში არიან გადაყვანილი.
“ორივეს ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. პაციენტებს გაეწიათ შესაბამისი დახმარება, პარალელურად, გრძელდება კვლევები. ორივე მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება “,- განაცხადა ექიმმა, ვიტალი სავანელმა.
შს სამინისტრომ საქმის გამოძიება სსსკ 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები