ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიამ, ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღს კოლხური ჯიშის ხოხბები აჩუქა
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიამ, ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღს კოლხური ჯიშის ხოხბები აჩუქა.
დამთვალიერებლებს, ასევე შეუძლია ბაღში ფარშევანგის ნახვა, რომელიც ბოტანიკურ ბაღს თბილისის ზოოპარკმა აჩუქა.
ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში სარეკონსტრუციო სამუშაოები 2018 წლიდან დაიწყო. აქ 300 ძირი ახალი მცენარე დარგეს. მოეწყო ბილიკები, დამონტაჟდა გარეგანათებები, წყლის და საკანალიზაციო სისტემა, ახალი სკამები, ნაგვის ურნები. აშენდა სამი საპირფარეშო. რეკონსტრუქცია ჩაუტარდა ადმინისტრაციის შენობას და ორანჟერეას.
ბაღის სარეკონსტრუქციო სამუშაოები საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა. პროექტი მსოფლიო ბანკმა ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით დააფინანსა. მისი საერთო ღირებულება 12 მილიონი ლარია.