შუახევის პოლიციის თანამშრომლებმა ფეხმოტეხილი შველი დახმარების აღმოსაჩენად ბათუმის ზოოპარკში გადაიყვანეს (ვიდეო)
შუახევის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხაბელაშვილების მიმდებარე ტერიტორიაზე, ,,რეგიონული კვირას“ ინფორმაციით ტყეში ადგილობრივმა მოქალაქემ შველი იპოვა, რომელსაც ფეხი ჰქონდა მოტეხილი და გადაადგილება უჭირდა. მოქალაქემ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში დარეკა და დახმარება ითხოვა. შემთხვევის ადგილზე მივიდნენ შუახევის პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც შველი ბათუმის ზოოპარკში გადაიყვანეს, სადაც შველს ვეტერინარებმა დახმარება გაუწიეს. როგორც ბოტანიკური ბაღის განყოფილების უფროსი ,,რეგიონულ კვირასთან“ საუბარში აღნიშნავს, მსგავსი შემთხვევები ხშირია, ნაპოვნ, ტრავმირებულ ცხოველებს უტარდებათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება, გამოჯანმრთელების შემდეგ კი მათ ველურ ბუნებაში აბრუნებენ.
,,შველს მრავლობითი მოტეხილობა აღენიშნება, მისი მდგომარეობა არის მძიმე. ოპერაციას ვერ გადაიტანდა, ამიტომ გაკვირვებისა და მკურნალობის ქვეშაა. თუ ოდნავ მაინც გაუმჯობესდება შველის მდგომარეობა ჩავუტარებთ ოპერაციას და გამოჯანმრთელების შემთხვევაში დავაბრუნებთ ბუნებაში“,- განაცხადა ბათუმის ბოტანიკური ბაღის ზოოლოგიური განყოფილების უფროსმა გიორგი კალანდაძემ.