რუსთავში ჟიული შარტავას ძეგლი ყვავილებით შეამკეს

7 მარტი საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას დაბადების დღეა. მას დღეს, 76 წელი შეუსრულდებოდა. ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე კახა კობერიძემ, რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ, და ქალაქის თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად ეროვნული გმირის ხსოვნას პატივი მიაგეს და მისი ძეგლი გვირგვინებით შეამკეს.
რუსთავის მერმა ირაკლი დატაბაღუამ „რეგიონულ კვირასთან“ განაცხადა,  რომ ჯიული შართავა, ის ადამიანი იყო, რომელიც ყველა თაობის სამაგალითო გმირი უნდა იყოს.
„ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ გმირს 76წელი შეუსრულდებოდა, ჩვენ სიმბოლურად, მის ხსოვნას პატივი მივაგეთ. ბატონი ჟიული არის ის ადამიანი, რომელიც ყველა თაობის გმირი უნდა იყოს და სამაგალითო მიმბაძველობა უნდა გააჩნდეს თითოელულ ქართველს”, – განაცხადა ირაკლი ტაბაღუამ.
ჟიული შარტავა 1985-1986 წლებში რუსთავის საქალაქო კომიტეტს ხელმძღვანელობდა. პოლიტიკური, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარე, 1993 წლის 27 სექტემბერს – სოხუმის დაცემის დღეს სეპარატისტებმა დახვრიტეს. გარდაცვალების შემდეგ, ჟიული შარტავას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები