ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონა ვირუსის სიმპტომებით 3 პაციენტი შეიყვანეს

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში სამი პაციენტია გადაყვანილი. ერთი გუშინ , ორი კი დღეს განთეენიისას, შეიყვანეს. სამი პაციენტიდან ორი საბაჟოს თანამშრომელია, ერთი მამაკაცი კი მოგზაურობიდან დაბრუნდა.

როგორც ინფექციური კლინიკის პრესსამსახურში აცხადებენ, სამივე პაციენტს ტემპერატურა აღენიშნება.
“სამივეს აღენიშნება ტემპერატურა და ვირუსისთვის დამახასიათებელი სიპტომები, ცოტა ხანში აუღებენ ანალიზებს და გადააგზავნიან ლუგარის ლაბორატორიაში. ალბათ ხვალისთვის გვეცოდინება პასუხები”,- აცხადებენ კლინიკის პრესსამსახურში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები